პოლიტიკა
ხაშურის პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის დაღუპვის გამო, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2013-03-27 15:21:17
ჩამოტვირთვა
ხაშურის რაიონის სამმართველოს უფროსის, ნუგზარ ლომიძისა და მისი მოადგილის, თენგიზ წივწივაძის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 27 მარტს, გამთენიისას, ნუგზარ ლომიძე და მისი მოადგილე თენგიზ წივწივაძე სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.
"თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი "მერსედესი"-სა და "ტოიოტა ლენდკრუიზერი"-ს მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც "ტოიოტა ლენდკრუიზერი", რომლითაც პოლიციელები მოძრაობდნენ, გზის უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადავიდა და ბეტონის გზისგამყოფს რამდენჯერმე დაეჯახა. შეჯახების მიზეზების დასადგენად, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებს.
კომენტარები