პოლიტიკა
სარფში დაკარგული მეთევზის ოჯახს კახა კალაძემ მიუსამძიმრა
2013-03-25 16:43:21
ჩამოტვირთვა
სარფის სანაპიროზე დაკარგული მეთევზის ცხედარს ეძებენ. გონიო-სარფის მონაკვეთზე მაშველები საძიებო სამუშაოებს დღეს დილიდან ატარებენ. ოჯახს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიუსამძიმრა. კალაძემ აღნიშნა, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სახელმწიფო აანაზღაურებს. გუშინ აჭარის სანაპიროებზე შტორმმა, რომელიც 6 ბალამდე იყო, ბათუმის ბულვარის საფეხმავლო ბილიკი წალეკა, ასევე ქობულეთში 40 მეტრამდე ნაპირდამცავი ნაგებობა წაიღო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიამ რეგიონს 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.
კომენტარები