0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში 70 ათასამდე უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

ჩამოტვირთვა

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ საქართველოში 70 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს. ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა პირველ რადიოს პრეს კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.მისი თქმით, როდესაც სახელმწიფოს აქვს კონკრეტული ციფრები სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების შესახებ, მან დროულად უნდა აღმოუჩინოს მათ დახმარება, რათა გოგიტა აბაშიძის სიკვდილის მსგავსი ფატალური შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული.როგორც არგანიშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს და სანამ სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის დეტალურად მოვკლევა არ მოხდება, კონკრეტულად პიროვნებებზე პასუხისმგებლობის დაკისრება უწყების წარმომადგენელთა მხრიდან, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.მისივე თქმით, არსებული კანონმდებლობა, იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვი სიღარიბეში მცხოვრები ოჯახიდან მისთვის უკეთეს გარემოში გადაიყვანონ. თუმცა, არგანიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ბავშვის სხვაგან გადაყვანა არის უკიდურესი ზომა და სანამ ეს მოხდება, სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვის ოჯახში მისი აღზრდისთვის შესაბამისი მატერიალური გარემო შეიქმნას.სახალხო დამცველის აპარატი დაიწყებს კონკრეტულ ოჯახებთან მუშაობას, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია რა უფლებები გააჩნიათ, ვის შეიძლება მიმართონ და რა დროში .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები