0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თაქთაქიშვილი „საერთო სასამართლოს შესახებ „

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ”საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა დაუშვებელია.მისი თქმით, სავალალოა, რომ პროექტში ვენეციის კომისიის დასკვნიდან კანონპროექტში მხოლოდ ტქნიკური ხასიათის რეკომენდაციებია ასახული. ”იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის არსებითად გადახედვას არ აპირებენ,” - ამბობს უმცირესობის წევრი.როგორც თაქთაქიშვილი აღნიშნავს, ამის შემდეგ ”ევროპის სახალხო პარტიის” თანათავმჯდომარეების განცხადება გავრცელდა იმის შესახებ, რომ თუკი კანონპროექტს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარეშე დაამტკიცებენ, ეს კონკრეტულ შედეგებს გამოიწვევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები