მსოფლიო
XXI საუკუნის ცოტნე დადიანი-სოლიდარობა ბაჩო ახალაიას
2013-03-25 11:42:39
ჩამოტვირთვა
“სოლიდარობა ბაჩო ახალაიას, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს! თუ საქართველოს სიყვარული დანაშაულია, მაშინ მეც დამნაშავე ვარ!", - ამ სიტყვებით ონისე გერგედავა გლდანის მე-8 დაწესებულებასთან გამოვიდა. პროტესტის ნიშნად მან ტანსაცმელი გაიხადა და შიშველ ტანზე თაფლი წაისვა. საკუტარი აქცია გერგედავამ თავად გადაიღო, მოგვიანებით კი "ფეისბუქის" გვერდზე ატვირთა, წარწერით: "სოლიდარობა ბაჩო ახალაიას"
ონისე გერგედავა 1979 წელსაა დაბადებული. ის გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდანაა და ბოლო წლების განმავლობაში სტრასბურგში ცხოვრობდა. მონაწილეობდა საფრანგეტში საქართველოს სახელით მოწყობილ არაერთ აქციაში, ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით. გერგედავა სტრასბურგში 2000 წლიდან ცხოვრობს, საქართველოში კი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა.
კომენტარები