0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი– ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა პატარკაციშვილი იყო

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ის და ბიძინა ივანიშვილი "ძალიან განსხვავებული ადამიანები" არიან. "ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებული ადამიანები. ის არის ადამიანი , ვისთვისაც ფული არის ყველაფერი, ჩემთვის ფული არაა არაფერი, მართლა, თუ დამიჯერებთ ეგრეა, არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ მასაც უყვარს თავისებურად საქართველო. მისი წარმოდგენით ეს ერთი რაღაცაა, მეც ასევე, მე მგონი, ყველა ხვდება, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემსა და ივანიშვილს შორის არის მთავარი იდეოლოგიური დავა. მე არ მჯერა რომ უფასოდ ვინმე გაჭმევს, რომ კეთილი ბიძები არსებობენ, რომლებიც საკუთარი ჯიბით ჩვენს შვილიშვილებს და შვილებს შეინახავენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში. მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს გასული წლების განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეხვდა, მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობა კი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა. "მე არანაირი პირადი კონფლიქტი მასთან არ მქონია. თუ არ ვცდები სამჯერ ვარ შეხვედრილი. მან შეწყვიტა ჩემთან ყველანაირი საუბრები ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ. ბადრი პატარკაციშვილი იყო მისთვის მთავარი პრობლემა, სანამ ცოცხალი იყო – სულ იყო ოლიგარქიული შეჯიბრი მათ შორის, ამიტომ ხშირად საუბრობდა პატარკაციშვილზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები