მსოფლიო
რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული ექვსი ქართველი გათავისუფლდა
2013-03-23 14:04:33
ჩამოტვირთვა
შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთისთვის“ 6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ალექსანდრე ნადირაშვილი, თემურ ელიაური, დავით ვაშაგაშვილი, ვაჟა მელაძე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ხეხილის ბაღებში სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მიდიოდნენ, ხოლო ძმები – ჯუმბერ და ჯამბულ დუდაშვილები კი მაშინ, როცა ისინი ნათესავებისგან შინ ბრუნდებოდნენ.
გათავისუფლებული მოქალაქეები ერგნეთიდან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დვალიშვილმა გამოიყვანა.
კომენტარები