0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სოსო რობაქიძე: „რატომ არ კითხავენ ირაკლი ოქრუაშვილს?“

ჩამოტვირთვა

გურამ დონაძისა და ირაკლი ფირცხლავას მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეომასალა ყალბია – ეს განცხადება „პრაიმ–ტაიმის“ პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამამ გააკეთა. სოსო რობაქიძის განცხადებით, კადრებში ნამდვილად პატრულის ყოფილი ჟურნალისტის მუკბანიანის ხმა ისმის, თუმცა დროში არ ემთხვევა. რობაქიძე მოითხოვს გამოძიებამ ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი პროკურორი ირაკლი წერეთლი და გიორგი ღვინიაშვილი დაკითხოს. გურამ დონაძემ და ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი კადრები ჟურნალისტებს გუშინ წარუდგინეს. შსს–ს პრეს–სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, კადრებში ჩანს, რომ გოჩა მუკბანიანი შემთხვევის ადგილზეა და მანქანიდან იძახებს სასწრაფოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები