მსოფლიო
„აქვე თავს მოვიკლავ“ - აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან
2013-03-20 19:13:01
ჩამოტვირთვა
რამოდენიმე ათეული ადამიანი დღეს დილიდან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით ავლაბრის რეზიდენციასტან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და დაბალ პროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას ითხოვენ. თუმცა მათი ძირითადი მოთხოვნა იპოტეკით დატვირთული ბინებიდან გამოსახლების შეჩერებაა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პერმანენტული აქციების გამართვას და ქუჩის გადაკეტვას აპირებენ.
კომენტარები