პოლიტიკა
„პოლიტპატიმრისგან“ დაზარალებული ქალი ბიზნესცენრთან შიმშილობს
2013-03-20 18:52:01
ჩამოტვირთვა
რა ნიშნით მოხვდა თაღლითობაში ბრალდებული ბესარიონ ხვინთელიანი პოლიტპატიმართა სიაში. ხვინთელიანმა რომელმაც იზოლდა კლაუს მფლობელობაში არსებული შპს ,,კლაუსის’’ 50%-იანი წილი თაღლითური გზით მიითვისა უკვე ორი თვეა თავისუფალია. დავა რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სწორედ ამ (კადრი ამ ქალის) ქალბატონის გამარჯვებით დასრულდა, მაშინ სასამართლომ ხვინთელიანის მხრიდან კლაუსის მიმართ მიყენებული ზარალი 855 000 ამერიკული დოლარით განსაზღვრა და ხვინთელიანს 8 წლით თავისუფლების აღკვეტა მიუსაჯა. ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება კი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრის საფუძველზე დატოვა. როგორც იზოლდა კლაუ ყვება ხვინთილიანს პოლიტიკასტან შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა ადამიანის უფლებატა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უთხრა, რომ ხვინთილიანს თავდებში ორი დეპუტატი ჩაუდგა. სამართლის აღდგენის მოთხოვნით დაზარალებული იზოლდა კლაუ დღეს დილიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდემციასთან შიმშილობს.
კომენტარები