პოლიტიკა
ახლობლები ახალაიასა და მკურნალიძეზე ანგარიშსწორების საფრთხეზე საუბრობენ
2013-03-19 12:07:53
ჩამოტვირთვა
ემუქრება თუ არა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას საფრთხე გლდანის ციხეში -ოჯახის ახლობლები ახალაიასა და გაგა მკურნალიძეზე ანგარიშსწორების საფრთხეზე საუბრობენ.თეა თუთბერიძის თქმით, რამდენიმე დღეა პატიმრები ბაჩო ახალაიასა და გაგა მკურნალიძის მიმართ შეძახილებით აგრესიას გამოხატავენ და მათ მიმართ ანგარიშსწორებას მოითხოვენ. თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მე-8 საპყრობილეში მყოფმა პატიმრებმა რეჟიმის უფროსი ზურაბ მოდებაძე ცემეს. პატიმრებთან დასამშვიდებლად შესულ რეჟიმის უფროსს ისინი გუშინ ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი სასჯელაღსრულების პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ გააკეთა. მისი განცხადებით, გლდანის დაწესებულებაში მართლაც იყო აგრესიული შეძახილები მკურნალიძისა და ახალაიას მიმართ, თუმცა ცემის ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით გლდანის მე-8 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
კომენტარები