მსოფლიო
„ჯიპიაი ჰოლდინგი“-დააზღვიე ძველი მეგობარი
2013-03-18 20:24:19
ჩამოტვირთვა
ახალი ავტოდაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“. ახალი ტიპის მომსახურება კომპანიამ მომხმარებელს „ტურბოს მოყვარულთა“ შეხვედრზე შესთავაზა. პოლისი 1993 წლიდან გამოშვებული ავტომობილების 28 ლარად დაზღვევას ითვალისწინებს. პოლისის მფლობელს 5000 ლარის ფარგლებში თანხა აუნაზღაურდება. ახალი ავტოდაზღვევის პოპულარიზაციისთვის კომპანიამ დისტანციური მართვის მანქანებით შეჯიბრიც გამართა. ტურნირში მონაწილეობას მედიის წარმომადგენლები იღებდნენ. გამარჯვებული კი ტელეკომპანია იმედის წარმომადგენელი ბექა მახალდიანი გახდა.
პოლისის პრეზენტაციაზე, რომელსაც „დააზღვიე ძველი მეგობარი“ ჰქვია, ტურბოს კოლექციაც იყო გამოფენილი. კოლექციონრებს შორის დასახელდა გამარჯვებულიც, ყველაზე მეტი კოლექცია გიორგი მაისურაძეს აღმოაჩნდა.
გამარჯვებულებს საჩუქრად ერთ წლიანი სადაზღვეო პაკეტი და სერთიპიკატები გადაეცათ.
კომენტარები