მსოფლიო
გიგი უგულავა დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა
2013-03-18 17:53:19
ჩამოტვირთვა
თბილისის მერი გიგი უგულავა სავაჭრო ცენტრ "საბაში" 26 თებერვალს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელებულმა ხანძარმა 164 მცირე მეწარმე დააზარალა. ზარალის ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა. მიყენებული ზარალის ოდენობისა და ხარისხის განსაზღვრის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში დამკვირვებლის სტატუსით თბილისის მერიის წარმომადგენლებიც შევიდნენ. სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი შედეგების გაცნობის შემდეგ, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება მიიღო, "საბას" თითოეული მოვაჭრისთვის სალარო აპარატები შეეძინა, რომელიც მათ საჩუქრად გადაეცემათ.შეხვედრაზე გიგი უგულავამ მოვაჭრეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად, თბილისის მერია თითოეულ მათგანს საკუთარ ანგარიშზე 2 000 ლარს ჩაურიცხავს.
კომენტარები