0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 800 აბონენტს თბილისში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ჩამოტვირთვა

23 800 აბონენტს თბილისში ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა დილის 07:00 საათზე "თელასის" კუთვნილი 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზები დააზიანა, რომელიც ელექტროენერგიას "დიღომი ერთს" და "დიღომი ორს" აწვდის.დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა დიდი დიღმისა და დიღმის მასივის ნაწილს. ადგილზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იმყოფებოდა. ამჟამად "თელასის" საავარიო სამსახური გადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ატარებს, რომელიც დღის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც ელექტრომომარაგება აღდგება. უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის 22 000 აბონენტს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები