0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უმცირესობას ხვდება

ჩამოტვირთვა

უკანასკნელი წლების განმავლობაში არცერთხელ არ ჰქონია ადგილი შემთხვევას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისულიყოს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის კითხვებზე პასუხის გასაცემად , - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მისი ურყევი ნებაა, რომ სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს და ხალხს ემსახურებოდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის პარლამენტსა და სამინისტროს შორის ურთიერთობის ახალ დასავლურ ტრადიციას. ამასთან, შეხვედრაზე მან შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა და 4 თვის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები