პოლიტიკა
ახალაიას არსებითი სასამართლო პროცესის განხილვა დაიწყო
2013-03-18 16:36:35
ჩამოტვირთვა
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 6 პირის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებამ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, დაცვის მხარემ კი მოსამზადებლად ვადა ითხოვა. დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა და შემდეგი სხდომა 22 მარტს დღის 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამასთან ერთად, დაცვის მხარემ პროკურატურისგან იმ მოწმეების ან ეპიზოდების წინასწარ განსაზღვრა მოითხოვა, რომლებსაც შემდეგ სხდომაზე მოუსმენენ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ეს მათთვის აუცილებელია, რათა უკეთ მოემზადონ მოწმეთა დასაკითხად
კომენტარები