0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბესელია: „ფოთში „ქართული ოცნება“ მე ვარ!“

ჩამოტვირთვა

"ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრიდონ კვარაცხელიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას მიერ გაკეთებული განცხადება დაადასტურა. მისი თქმით, ბესელიამ ნამდვილად უთხრა მას, რომ ფოთში "ქართული ოცნება" თავად აქვს ჩაბარებული და ყველა საკითხი მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. „ბესელიას ასე პარტიის სხვა წევრებსაც აფრთხილებდა და ეუბნებოდა, რომ ქალაქში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან ის იმისათვის გამოუშვეს, რომ ფოთს მიხედოს. "ფოთის მიხედვის" დავალების მიმცემად, დაასახელა თუ არა მან კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, მას არ ახსოვს, მაგრამ, ფაქტია, რომ მას პარტიაში ყველა პრემიერის წარგზავნილად აღიქვამდა და წინააღმდეგობას ერიდებოდა. არჩევნების მოგების მერე, ბესელიამ მითხრა, ფოთში აბსოლუტურად ყველაფერი მე მეხებაო: მერის, ბიუჯეტის და სხვა საკითხები. ეს ის პერიოდია, როცა მერის არჩევის საკითხი განიხილებოდა, გუნდის წევრების ნაწილმა ჩემი კანდიდატურა დაასახელა. ბესელიამ მითხრა, ჩემთან შუთანხმებლად ვერ იქნებაო და ამის შემდეგ მე აღარ მიმიღია მონაწილეობა,"– აღნიშნავს კვარაცხელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები