მსოფლიო
უგულავამ დიდუბისა და საბუთალოს გამგებლები წარადგინა
2013-03-16 13:59:11
ჩამოტვირთვა
თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის ორი რაიონის გამგებელი წარადგინა, საბურთალს გამგებელი გია ხუროშვილი, ხოლო დიდუბეში ლევან მხეიძე იქნება.
ასევე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურს, მას მალხაზ კუნელაური უხელმძღვანელებს.
უგულავამ ახალ გამგებლებს მოუწოდა მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობას და მოუსმინონ თითოეულ მოქალაქეს რათა მათი სოციალურო პრობემების დროულად მოგვარება მოხდეს.
დღესვე თბილისის მერი გამოეხმაურა მთავრობაზე წარმოდგენილ კონცეფციას თვითმმართვეკობების მოწყობასთან დაკავშირებით და როგორც გიგი უგულავამ განაცხადა ეს საკითხი დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს, რადგან რიგი საკითხები ითხოვს დამატებით მსჯელობას.
კომენტარები