მსოფლიო
კუბლაშვილი-მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს
2013-03-16 13:41:31
ჩამოტვირთვა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართლებრივ სტაბილურობასთან მიმართებაში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.
„სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ მოსამართლეთა უსაფრთხოება და სამართლებრივი სტაბილურობა, რაც ნიშნავს, რომ დაუშვებელია სასამართლოს, საბოლოო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა რომელიმე სხვა ორგანოს მიერ", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა
მისივე განმარტებით, მსგავსი კომისიების შექმნის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, მაგრამ "ისინი ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებების შინაარსიდან და სფეროდან არ გადიან.ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ სამართლებრივი სტაბილურობა“
კომენტარები