0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოქრუაშვილი ირაკლი ალასანიას უწყებას საუბრების მოსმენაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

მთავრობის ცვლილების შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ჩემი საუბრები ისმინებოდა , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.მისი განმარტებით, ამის შესახებ მან პროკურატურაში გასულ კვირას შეიტყო "კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - აღნიშნა ოქრუაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები