პოლიტიკა
შსს–მ ნარკორეალიზატორები დააკავა
2013-03-16 12:28:56
ჩამოტვირთვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მალხაზ ა. და 1968 წელს დაბადებული ჯიმშერ ძ. ნარკოდანაშაულისათვის სარფის საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა მალხაზ ა-ს პირადი ჩხრეკისას 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ჯიმშერ ძ-ს კი – ფეხსაცმლის ქუსლში დამალული ჰქონდა 12 შეკვრა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკის საერთო წონა 11,2 გრამს შეადგენს, რომელშიც 2,5 გრ „ჰეროინი“ აღმოჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება შემდგომში მისი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინეს.
გამოძიება მალხაზ ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღება) მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა) მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჯიმშერ ძ-ს მიმართ კი გამოძიება 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა–გასაღება) მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
კომენტარები