მსოფლიო
კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა
2013-03-15 18:26:04
ჩამოტვირთვა
სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა დასრულდა. მინისტრთა კაბინეტმა დღეს 23 საკითხზე იმსჯელა. სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს. იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ რამდენიმე საკითზე ერთნაირი ხედვა გააჩნიათ. წულუკიანმა ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების თემაზეც ისაუბრა. განათლების მინისტრმა კი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდა, არ გახდნენ კახა ბენდუქიძიეს პოლიტიკური მძევლები. მან ასევე განმარტა, რომ აგრარული არ გაუქმებულა და სამინისტრო ტექნიკურ უნივერსიტეტში უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე მუშაობს. სხდომის შემდეგ ჟრნალისტებთან კომენტარები გააკეთეს ასევე ენერგეტიკის, დევნილთა და ჯანდაცვის მინისტრებმაც.
კომენტარები