პოლიტიკა
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირია დაკავებული
2013-03-15 17:22:00
ჩამოტვირთვა
შსს-ს ქალაქის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი, ბექა ხოფერია და ერასტი საბანაძე დააკავეს.
დაკავებულებმა 2013 წლის 14 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პიროვნებამ პოლიციელების მისამართით აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით, მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
კომენტარები