0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

EPP: არჩევნების შემდეგ უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ზიანი მიაყენა

ჩამოტვირთვა

"ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომელშიც პარტია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამოქმედო გეგმას ასოციაციის შეთანხმების შესასრულებლად. ევროპის სახალხო პარტია 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში გასამართი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის წარმატებულად ჩატარების მიზნის ერთგული რჩება და სინანულით აღნიშნავს რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაცემა მოყვა, კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობისა და ასევე დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა, საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ზიანი მიაყენა. ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობა აღნიშნავს, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის თავისუფალი და კონკურენტული სამოქმედო არეალის გარეშე და მოელის საქართველოს მთავრობისგან უზრუნველყოფას, რომ ადგილი არ ექნება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქმედებების შეზღუდვას ან მათი დაშინების შიშს. ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ უმრავლესობას, პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებებს და, ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობის ავტონომიას. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არ მოხდეს სამართლის, როგორც პოლიტიკური მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტის შერჩევითი გამოყენება. დეკლარაციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს ან აღქმული იყოს, როგორც გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. ისინი სთხოვენ მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა და როგორც პარტიის პრეზიდიუმის წევრები აღნიშნავენ, ამ ყოველივეს განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს ძალაუფლების გადაცემის პროცესიდან გამოვიდეს როგორც უფრო ძლიერი დემოკრატია და გააღრმავოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები