0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

წითელას დაავადების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩამოტვირთვა

საქართველოში წითელას დაავადების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ საქართველოში 170 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლას ასახელებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მშობლებს გართულებების თავიდან ასაცილებლად იმუნიზაციისთვის მიმართონ პოლიკლინიკებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები