მსოფლიო
სსმ-ს გენდირექტორის ვაკანტურ ადგილზე განაცხადების რეგისტრაციის ვადა გადაიწია
2013-03-15 11:27:07
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ ადგილზე განაცხადების რეგისტრაციის ვადამ 18 მარტამდე გადაიწია.ბორდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საბჭოს წევრ გიორგი მელაძის განმარტებით, რეგისტრაციის ვადის გადაწევით განცხადების ავტორებს დამატებითი დრო მიეცათ. გიორგი ბარათაშვილის ინტერესების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაცია "საიაში"აცხადებენ, რომ ბორდს ვადის გაზრდის სამართლებრივი შესაძლებლობები აქვს, თუმცა ის ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და კონკურსის გაუქმების შემთხვევაში, განაცხადების მიღება შეწყვიტოს.
ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ ადგილზე 35 განაცხადია შესული, საიდანაც 9 მაუწყებლის თანამშრომლებს ეკუთვნის.
კომენტარები