0 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პუტინს ქართული კოკა-კოლა უპოვეს

ჩამოტვირთვა

საქართველოდან ჩატანილი კოკა-კოლას ბოთლი ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში აღმოჩნდა, რომელიც „ყოველი შემთხვევისთვის“ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი - აცხადებს პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი. პესკოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროდუქციასთან დაკავშირებით რუსეთში ეჭვები არ არის, მაგრამ ზოგიერთი მწარმოებლის მიმართ იყო ადრე გარკვეული პრეტენზიები. საქართველოში დამზადებული კოკა-კოლა რეზიდენციის პრესისთვის განკუთვნილ ოთახში აღმოჩნდა და ის ჟურნალისტებმა შენიშნეს. ამავდროულად, როგორც РИА «Новости» აღნიშნავს, შესამოწმებლად გაიგზავნა ქართული წარმოების კოკა-კოლას მთელი პარტია, რომელიც პუტინის რეზიდენციისთვის შეიძინა სამეურნეო სამსახურმა. კითხვაზე, თუ რამდენი ხანია რაც რუსულ ბაზარზეა ეს სასმელი, პესკოვმა უპასუხა: „ არ ვიცი, როგორ მოხვდა ეს ბაზარზე...მაგრამ მწარმოებლებს რატომ აქვთ ქართული საწარმო, ეს სრულიად გაუგებარია...ჩვენ ვიცით, რომ არის დადებითი ძვრები, მაგრამ არა ასეთი კატეგორიის პროდუქციისთვის. საინტერესოა იმის გაგება, როგორ მოხდა ეს და რატომ აღმოჩნდა ეს პროდუქტები ჩვენს ბაზარზე.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები