0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ისანს ახალი გამგებელი ჰყავს

ჩამოტვირთვა

ისნის რაიონის გამგებლად მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე ხუციშვილი დაინიშნა. ახალი გამგებელი დღეს ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარუდგინა. უგულავას აზრით, მნიშვნელოვანია ახალი ადამიანის წარმოჩენა, რომელიც უფრო მეტი ყურადღებით მოისმენს ყველა პრობლემას. გიგი უგულავამ დღეს ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა და იმის შესახებ ისაუბრა, რის გამოც ისნისა და სამგორის რაიონი დაიყო. გიგი უგულავას თქმით, ამ შემთხვევაში მერიას ზედამხედველის ფუნქცია დაეკისრება, ის გააკონტროლებს რამდენად ოპერატიულად, სწორედ და ადეკვატურად რეაგირებს გამგეობა კონკრეტულ რაიონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები