მსოფლიო
მინაშვილი -ივანიშვილის დამოკიდებულება არის შემტევითი, აგრესიული.
2013-03-14 17:31:40
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, ძალადობრივი მეთოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება.
მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობა უმრავლესობასთან ორიენტირებულია გახსნილობაზე, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის შემტევითი, აგრესიული.
დეპუტატი გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ თავს გაინადგურებს და აღნიშნა, რომ პრემიერის ეს განცხადება შეიცავს მუქარის ტონს.
"ხელის გადაწევის მეთოდით საუბარი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან მიუღებელია და ხელს არ შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის თითოეულ პრესკონფერენცია არის იმაზე , რომ რაღაც დანაპირებს აღარ ან ვეღარ შეასრულებენ.
კომენტარები