მსოფლიო
შს სამინისტრო ბესელიას შვილის მიერ მოქალაქეების დაჭრის ფაქტს მალავს?
2013-03-14 17:29:59
ჩამოტვირთვა
შს სამინისტრო სითი კლუბში მომხდარ ფაქტს მალავს... ეს ვარაუდი აქტუალური მას შემდეგ ფახდა, რაც გაირკვა, რომ ინციდენტში შესაძლოა ბესელიას შვილი ფიგურირებდეს.
საქმე ეხება დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე განვითარებულ მოვლენებს... სადაც ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მის ვაჟთან რატი მოლორავასთან ერთად იმყოფებოდა.
კლუბში მხიარულად დაწყებული დროსტარება კი ჯერ კამათში შემდეგ კი მუშტი-კრივში გადაიზარდა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან სწორედ ბესელიას ვაჟმა დაჭრა ერთ-ერთი დაზარალებული.
ეკა ბესელია, მარიკა ვერულაშვილის უფროსი ქალიშვილის, სალომე ცნობილაძის ნათლიაა. „სითი კლუბის“ 50 პროცენტის მფლობელი კი, მარიკა ვერულაშვილია.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი სითი ქლაბში მომხდარ ფაქტს უარყოფს და აცხადებს,რომ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია არავის გამოუძახებია. თუმცა კლუბის თანამშრომლები ადასტურებენ რომ გვიან ღამით მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით პატრული გამოიძახეს.
კომენტარები