0 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუთბერიძე _ივანიშვილმა ამორალური განცხადება გააკეთა

ჩამოტვირთვა

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითერების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს. ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ამორალური განცხადება გააკეთა.დიდ შეშფოთებას იწვევს პრემიერის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული არაეთიკური გამონათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი მორიდების გარეშე ეხება ბატონი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს. იგი სიბრალულის და ცინიზმის ტონით საუბრობს ადამიანის ჯანმრთელობოს მდგომარეობაზე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თურმე საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა ბატონი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის საკონტროლებლად.როდესაც ადამიანს ასეთი აზრები ებადება, ეს უკვე შეშფოთებას იწვევს და ამ ადამიანი ფსიქიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როგორც ჩანს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელშეუხებელი თემა საერთოდ არ არსებობს და მან არ იცის, რომ სხვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი სულ მცირე არაეთიკური და ამორალურია. აცხადებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითერების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები