0 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ახვლედიანი _ დავითაშვილის ინიცირებული კანონპროექტი მისი სუბიექტური აზრია

ჩამოტვირთვა

სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარის ლევან ახვლედიანის აზრით, სათამაშო ბიზნესის აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და მათაც, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს. ეს განცხადება მან დღეს „Front news”-ის პრეს-კლუბში სტუმრობისას გააკეთა. ვეთანხმები სათამაშო ბიზნესის რეკლამირების შეზღუდვას, ბილბორდების მოხსნას, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბანერების ჩამოხსნას, სათამაშო ბიზნესიდან სარეკლამო შემოსავალი მედიასაშუალებებისთვის საკმაოდ დიდია აცხადებს ახვლედიანიდა დასძენს, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „მისი სუბიექტური აზრია" ახველდიანის ინფორმაციით საქართველოში სათამაშო ბიზნესიდან ცენტრალურ ბიუჯეტში წლიურად 140 მილიონი ლარი შედის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები