პოლიტიკა
გუნავას ბრალი მოეხსნა
2013-03-14 15:52:51
ჩამოტვირთვა
თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ონიანი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას სთხოვს.როგორც ონიანმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა, აღნიშნული პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით უნდა დადგეს."გუშინ პროკურატურის მოთხოვნით თენგიზ გუნავას შეუწყდა იარაღის და ნარკოტიკების უკანონო შენახვა-ტარებისთვის ბრალი, ამ შემთხვევაში პროკურატურამ თვითონ დაადასტურა, რომ იარაღი და ნარკოტიკები არის ჩადებული, ასევე, მათ დასკვნაში არსებობს მონაცემები, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმი გაყალბებულია, მაგრამ უტიფრად აცხადებენ, რომ ეს ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს აცხადებს ონიანი
კომენტარები