0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები აქციების გაგრძელებას აპირებენ

ჩამოტვირთვა

სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენამდე პერმანენტულ აქციებს გამართავენ, - ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტისა და ”თავისუფალი უნივერსტიტეტის” სტუდენტებმა განაცხადეს. ისინი აქციის გამართვას ხვალ, 14:00 საათზე განათლების სამინისტროს წინ აპირებენ. ”თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტის, თქმით, განათლების მინისტრსა და სტუდენტებს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა. იგი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა კითხვებზე პასუხი ვერ გასცა და მინისტრი შევარდნაძის მეთოდებით ხელმძღვანელობს - კერძოდ. "ხალხში გადის და იქ არეულობის შეტანას ცდილობს". სტუდენტი ამბობს, რომ მათ იურისტებთან ერთად შეაგროვეს დოკუმენტები, რომლითაც ისინი ავტორიზაციის გაუქმების 7 არგუმენტს აბათილებენ. ამ დოკუმენტებს სტუდენტები განათლების სამინისტროს სამდივნოში დღეს დღის ბოლომდე შეიტანენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები