მსოფლიო
კოალიცია „ქართული ოცნება“ სატელეფონო ინდექს „5“–ის შეცვლას გეგმავს
2013-03-14 14:20:09
ჩამოტვირთვა
კოალიცია „ქართული ოცნება" სატელეფონო ინდექს „5"–ის შეცვლას გეგმავს. ამის კობა დავითაშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „5"–იანი „ნაცმოძრაობის" რეკლამირებას ახდენს".
„მობილური ოპერატორების ყოფილი ინდექსი - 8 თავის დროზე საგანგებოდ, სასწრაფო წესით შეიცვალა, რადგან ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ციფრი კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეგნებულად და გააზრებულად მიიღო. ამის გამო ყოველდღიურად „ნაცმოძრაობის" პარტიული ნომრის აკრეფით გვიწევს სატელეფონო ზარების განხორციელება. აუცილებლად დავაყენებ ინიციატივას სატელეფონო ინდექს 5–ის შეცვლისა და 8–იანის დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
კომენტარები