0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გოგა ხაჩიძე - ამიხსენით, 12%-ით როგორ შემცირდა მინისტრის ხელფასი?!

ჩამოტვირთვა

პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მინისტრების ხელფასის შემცირებას ეხმაურება. პირადად მე, როგორც მინისტრი, ხელფასს, ყოვეთვიურად ხელზე ვიღებდი დაახლოებით 2800 ლარს. პრემიას -საუკეთესო შემთხვევაში 1900 ლარს. ანუ თვეში, საუკეთესო შემთხვევაში ხელფასი და პრემია გამომდიოდა 4700 ლარი. ახალი ბრძანებით, მინისტრის ხელფასი გახდა 6300 ლარი, + წელიწადში ერთხელ სრული პრემია. ვინმემ ამიხსენით, 12%-ით როგორ შემცირდა მინისტრის ხელფასი?!... თუ, რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, ყველაფრის გვჯერა?!...",- წერს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი. გუშინ, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები