მსოფლიო
რა ქონებას ფლობს კასპის ‘’ქარიშხალი’’ ოლეგ იაძე?
2013-03-14 14:00:07
ჩამოტვირთვა
ბოლო პერიოდში გამგებლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სკანდალურ სახედ ქცეულმა ოლეგ იაძემ თანამდებობრივი დეკლარაცია წარმოადგინა. კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ოლეგ იაძეს თბილისში სამი ბინა აქვს: ერთი აგლაძის ქუჩისა და ქუთაისის ქუჩის კუთხეში, ორი კი თემქის დასახლებაში. იაძე ფლობს ასევე ამავე რაიონში ავტოფარეხს, თბილისის ზღვაზე კი1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ოლეგ იაძეს ჰყავს ასევე 2005 წელს გამოშვებული ავტომანქანა Nisan. ნაღდი ფულის სახით აქვს 10 000 ლარი და 5 000 დოლარი. იაძეს გასულ წელს, ხელფასის სახით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ყოფნისას 5 902 ლარი მიუღია, მის მეუღლე ნანა იაძეს კი, რომელიც საერო უნივერსიტეტ ‘’ორიენტირის’’ ლექტორია - 3 600 ლარი.
კომენტარები