პოლიტიკა
ივანიშვილი - თუ გაქვთ ფაქტები, სადაც ეკა ბესელია ამბობს, რომ მე მას ფოთი ჩავაბარე, ის პარტიიდან გაირიცხება
2013-03-14 13:57:15
ჩამოტვირთვა
თუ თქვენ გაქვთ ფაქტები, სადაც ეკა ბესელია ამბობს, რომ მე მას ფოთი ჩავაბარე, ის პარტიიდან გაირიცხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა
ადგილობრივმა ჟურნალისტმა ივანიშვილთან შეხვედრაზე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ეკა ბესელიას "შეუზღუდავ ძალაუფლებაზე" და "მისი რეკომენდაციით დანიშნული ხალხის შესახებ" ისაუბრა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ფოთში ყველაფერს ბესელია აკონტროლებს, მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობებზე ადამიანები და ამას არც თავად დეპუტატი უარყოფს, ერევა ასევე საბიუჯეტო პროცესებში.
ივანიშვილმა კი ჟურნალისტს მიმართა, რომ თუ კი მას აქვს ფაქტი, რომელიც ბესელიას განცხადებას დაადასტურებს ფოთის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ის პარტიიდან და გუნდიდან გაირიცხება.
კომენტარები