პოლიტიკა
რუსეთს ქართველი ბიზნესმენების დელეგაცია 18 მარტს ეწვევა
2013-03-14 13:56:04
ჩამოტვირთვა
18 მარტს რუსეთს ქართველი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, რუსეთში პროდუქტის გატანის თაობაზე სურვილი მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების 90-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა, 40-მა კომპანიამ უკვე მიაღწია შეთანხმებას და რუსულ ბაზარზე მათ პროდუქციის შეტანა უკვე შეუძლიათ.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთში საკუთარი პროდუქციის გატანის საშუალება დარჩენილ კომპანიებსაც მიეცემათ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთში არა მხოლოდ წყლისა და ალკოჰოლური სასმელების შეტანა იქნება შესაძლებელი და ქართული მხარე უკვე მუშაობს, რათა იქ სასოფლო სამეურნეო პროდუქტის შეტანაც გახდეს შესაძლებელი.
კომენტარები