მსოფლიო
დღეს შიოობაა
2013-03-14 12:01:09
ჩამოტვირთვა
ყველიერის ხუთშაბათს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ამ დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ შიო მღვიმის მონასტერში, სადაც წმ. ასურელი მამა მოღვაწეობდა.
წმიდა შიო მღვიმელი ანტიოქიელი იყო. წმ. ასურელ მამებთან ერთად საქართველოში იგი მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად ღვთისმშობლის კურთხვით შემოვიდა. ღირსი მამა სარკინეთის კლდეებში მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. წმ. შიო მღვიმელი სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა და მას დაემოწაფა. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებით აივსო. მან აღთქმა დადო, დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო მღვიმეში თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა. იგი უამრავ სასწაულებს აღასრულებდა.
კომენტარები