პოლიტიკა
მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს მერია მკურნალობისთვის თანხას გადაურიცხავს
2013-03-14 11:52:36
ჩამოტვირთვა
მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს თბილისის მერია მკურნალობისთვის 50 000 დოლარს გადაურიცხავს.
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, მსახიობის დასახმარებლად დაწყებულ კამპანიას თბილისის ყველა თეატრი უერთდება - სხვადასხვა სპექტაკლებიდან შემოსული თანხა გიორგის გადარჩენის ფონდს გადაერიცხება.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით 31 მარტს, დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის მსახიობები, მომღერლები და თეატრალური დასები.
კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გიორგის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
გიორგის გადაუდებლად ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. სპეციალური თერაპიის კურსი და შემდგომ ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია უნდა შესრულდეს ისრაელში, რაც 400 000 აშშ დოლარი ჯდება. გიორგის დასახმარებლად გახსნილია სატელეფონო ხაზი 09-01-800 – 804.
კომენტარები