0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სასწრაფო დახმარების ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

ჩამოტვირთვა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ექიმმა ლევან ლომსიანიძემ განუცხადა, მათ მერიისგან მოისმინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე საქმიანობას ჩამოშორებულია. მათი თქმით, ისინი ამ ფაქტს მიესალმებიან. "კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ შიმშილობა. ბრძოლას სხვა სამართლებრივი გზით გადავწყვეტთ", - აღნიშნა ლომსიანიძემ და დასძინა, რომ დღეიდან უკვე სასამართლოს მიმართავენ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ განაცხადა,რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებაზე საკონსულტაციო-მმართველობითი საბჭო იზრუნებს. მისივე განმარტებით, მმართველობით საბჭოში ორი წარმომადგენელი მერიიდან იქნება, სამი კი - ჯანდაცვის სამინისტროდან. საბჭოს შემადგენლობა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები