0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა ბენდუქიძემ განათლების მინისტრი დებატებში გამოიწვია.

ჩამოტვირთვა

კახა ბენდუქიძე განათლების სამინისტროს მოუწოდებს, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს, - ამის შესახებ განცხადება აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გუშინ საღამოს სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბენდუქიძის განცხადებით, ერთადერი გამოსავალი სიტუაციიდან, რათა არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და სტუდენტები არ დაზარალდნენ, არის ის, რომ ხელახლა მოხდეს საავტორიზაციო საბჭოს მოწვევა, ამ საბჭოზე გაუქმდეს არსებული შედეგი და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ავტორიზაციის დაბრუნების შესახებ. ბენდუქიძე მოუწოდებს სამინისტროს, რომ უნივერსიტეტსა და სტუდენტებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობის ნაცვლად რეალურად იფიქროს მათ მომავალზე და თავისივე გაფუჭებული საქმე თვითონვე გამოასწოროს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძემ ასევე დებატებში გამოიწვია განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და განაცხადა, რომ ნებისმიერ ეთერში მასთან აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე ღიად იმსჯელოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები