პოლიტიკა
წულუკიანი და კბილაშვილი ადასტურებენ, რომ მერაბიშვილის დაკითხვა იგეგმება
2013-03-13 18:35:07
ჩამოტვირთვა
"გამორიცხული არ არის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე დაიბარონ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. იგივეს ადასტურებს არჩილ კბილაშვილიც.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, გირგვლიანის საქმეში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და მერაბიშვილს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემა მოუწევს.
მთავარმა პროკურორმა კი აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილის გარკვეული კავშირი იკვეთება, რაც უახლოეს მომავლაში გახდება ცნობილი.
კომენტარები