მსოფლიო
აქციაზე მარგველაშვილსა და სტუდენტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
2013-03-13 17:58:39
ჩამოტვირთვა
გიორგი მარგველაშვილს განათლების ხარისხსი ცენტრის მიერ აგრარული უნივერსიტეტის მიმართ გაცემული შენიშვნები წაკითხული არ აქვს.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ერთ-ერთი სტუდენტის კითხვაზე აქვს თუ არა მას წაკითხული აღნიშნული რეკომენდაციები, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არა. შემდეგ კი კითხვის ავტორს ურჩია პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეეკავებინა.
მარგველაშვილის გაღიზიანება სტუდენტის შენიშვნამ გამოიწვია, რომელმაც მინისტრს მიუთითა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სამარცხვინოა.
კომენტარები