მსოფლიო
თელავის უნივერსიტეტის სტუდნტები სწავლის საფასურის დაფარვას ითხოვენ
2013-03-13 17:57:29
ჩამოტვირთვა
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიქიით დაზარალებული სტუდენტები სწავლის საფასურის დაფარვას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ბიზნესის ადმინისტრირების 50-მდე სტუდენტმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიმართავენ და სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალდებულების შესრულებას ითხოვენ. სტუდენტების პრეტენზიებს იზიარებენ თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.
თელავის უნივერსიტეტში სტიქიით დაზარალებული 100-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და მათი სწავლის საფასური ყოველწლიურად 2 200 ლარს შეადგენს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სტუდენტები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
კომენტარები