0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბენდუქიძე: „GIPA-ს ვებ-გვერდზე უზუსტობებია“

ჩამოტვირთვა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ უკვე აღარ მუშაობენ, - ამის შესახებ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კახა ბენდუქიძე წერს. "ჩვენი განათლების მინისტრი ნახევარი წლის წინ GIPA-ს რექტორი იყო. ამ უმაღლესის საიტზე არის პროფესორების სია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის თანამდებობები არასწორადაა მითითებული. ეს არაუშავს. ჩვენ შეგვიჩერეს ავტორიზაცია, მხოლოდ იმიტომ რომ ერთთვიანი უზუსტობა იყო ვებ-გვერდსა და ფაქტობრივ სიტუაციას შორის. ნახეთ GIPA-ს ვებ-გვერდის სკრინშოტები, სადაც მითითებული არიან ლექტორები, რომლებიც ჯიპაში არ მუშაობენ ზოგი 2007 წლიდან, ზოგი 2009 წლიდან, ზოგი 2010 წლიდან. საიდან ვასკვნი? ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან", - წერს ბენდუქიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები