პოლიტიკა
ბენდუქიძე: „GIPA-ს ვებ-გვერდზე უზუსტობებია“
2013-03-13 17:55:34
ჩამოტვირთვა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ მითითებულია იმ ლექტორთა სახელები, რომლებიც იქ უკვე აღარ მუშაობენ, - ამის შესახებ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კახა ბენდუქიძე წერს.
"ჩვენი განათლების მინისტრი ნახევარი წლის წინ GIPA-ს რექტორი იყო. ამ უმაღლესის საიტზე არის პროფესორების სია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის თანამდებობები არასწორადაა მითითებული. ეს არაუშავს.
ჩვენ შეგვიჩერეს ავტორიზაცია, მხოლოდ იმიტომ რომ ერთთვიანი უზუსტობა იყო ვებ-გვერდსა და ფაქტობრივ სიტუაციას შორის.
ნახეთ GIPA-ს ვებ-გვერდის სკრინშოტები, სადაც მითითებული არიან ლექტორები, რომლებიც ჯიპაში არ მუშაობენ ზოგი 2007 წლიდან, ზოგი 2009 წლიდან, ზოგი 2010 წლიდან. საიდან ვასკვნი? ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან", - წერს ბენდუქიძე.
კომენტარები