მსოფლიო
საგამოძებო სამსახურმა ფოთის მერიის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცა
2013-03-13 17:32:20
ჩამოტვირთვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის და დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, ფოთის მერიის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცა. პასუხისგებაში მიცემული არიან – მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსი დავით კომახიძე, მისი მოადგილე კონსტანტინე ადამია, განყოფილების უფროსი გიზო ხურცია, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჯუნა სიჭინავა და ასევე, შპს "ინფრასტრუქტურა 2008"-ს დირექტორი ირაკლი დონდუა. გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთის სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერებში ყოველთვის მერიის მიერ დაფუძვნებული შპს "ინფრასტრუქტურა 2008“ იმარჯვებდა, რომელსაც სამუშაოების ჩასატარებლად 1 395 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა. მიუხედავად ამისა, ტენდერის პირობებით გათვალისწინებული სამუშაოები საწარმომ უხარისხოდ და არასრულყოფილად შეასრულა, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოები დოკუმენტაციაში შესრულებულად დააფიქსირა.
კომენტარები