0 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხაჩიძე: "გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს - უკანონო დიასახლისო"

ჩამოტვირთვა

პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს და უკანონოდ იკავებს იუსტიციის მინისტრის პოსტს. ”ძვირფასო თეა... აგერ უკვე 140 დღე გავიდა, რაც თქვენ უკანონოდ იკავებთ იუსტიციის მინისტრის პოსტს. მინიმუმ 2 კანონის კონკრეტულ მოთხოვნას არღვევთ. ესენია: კანონი პროკურატურის შესახებ და კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ამ ბოლო დროს, ვუყურებ ხოლმე, თქვენს მიერ, სხვადასხვა საკითხებზე გაკეთებულ კომენტარებს და გული თანაგრძნობით მევსება, თქვენს ფავორიტ ფრაზაზე: "მე, როგორც იუსტიციის მინისტრი". ხშირად გაიმეორეთ ქ-ნო თეა!.. ეს, დიპლომს ვერა, მაგრამ რწმენას გაგიმტკიცებთ... გილოცავთ 140-ე დღეს, კანონიერების სამინისტროს - უკანონო დიასახლისო...", - წერს ხაჩიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები